"ანგელოზების დასს შეუერთდა საოცრად თბილი ლიზი" - ვაზიანის N2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

8 hours ago 1

ვაზიანის N2 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში მწუხარებას გამოთქვამს IX კლასის მოსწავლის, ლიზი უგულავას გარდაცვალების გამო:

"ვაზიანის N2 საჯარო სკოლა: პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები მწუხარებას გამოთქვამენ IX კლასის მოსწავლის, ლიზი უგულავას გარდაცვალების გამო.

ანგელოზების დასს შეუერთდა საოცრად თბილი, მოსიყვარულე, კარგი: მოსწავლე, ამხანაგი, მეგობარი, შვილი და დაიკო.

ვაჟკაცურად ებრძოლა ეს სიფრიფანა გოგო ვერაგ სენს, სამწუხაროდ დამარცხდა. დაგვიტოვა ტკივილი და თბილი მოგონებები.

უფალმა გაანათლოს შენი სული ლიზი, ოჯახს გამძლეობას ვუსურვებთ..." - წერს ვაზიანის N 2 საჯარო სკოლა.

სრულად წაკითხვა