“ანდრო, არ გავტყდები, მე შენ მანდ არ დაგტოვებ” – ანდრო ჭიჭინაძის დედა შვილს

9 hours ago 2

1

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე აცხადებს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული შვილის ციხეში დატოვებას არ შეეგუება.

ცოტათი იმის იმედი მაქვს, რომ მოსამართლეს სინდისის ნატამალი მაინც ექნება. თუ ანდროს და სხვა უკანონო პატიმრებს პატიმრობას მიუსჯიან, ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებ. 

ანდრო, მშვიდად იყავი, მე ძალიან მაგრა ვარ, არ გავტყდები. ეს დრო საშენოდ გამოიყენე – ბევრი იფიქრე, წერე. შენი მეგობრები, კოლეგები, ყველა შენთანაა. 

საოცარი მხარდაჭერა გაქვს, მე მსგავს გვერდში დგომას არც ველოდებოდი. ყველაფერი კარგად იქნება. მე შენ მანდ არ დაგტოვებ”- აცხადებს პოლიტიკური პატიმრის დედა. 

10 იანვარს 10:00 საათზე საქალაქო სასამართლოსთან, სადაც  მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პროცესი უნდა ჩატარდეს, საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები მხარდაჭერას გამოუცხადებენ ანდრო ჭიჭინაძეს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

წინასასამართლო პროცესი 5 მარტისთვისაა გადადებული, ხვალინდელ პროცესზე კი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს გაუხანგრძლივებს თუ არა ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას.

შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე მათი  ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და გიორგი გიორგაძის საქმე კი, ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.

სრულად წაკითხვა