ანდრო ჭიჭინაძის წერილი ციხიდან

54 minutes ago 2

20

ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს. აქციებზე დაკავებული მსახიობი წერს, რომ თავისუფლება და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

მსახიობს 30 წელი ციხეში შეუსრულდა. ანდრო ყველა ადამიანს, ვინც იუბილე მიულოცა, მადლობას უხდის და წერს, რომ  მუშაობს მისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე “A Journey of Transformation”.

“უამრავი ადამიანის მოლოცვა მივიღე და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღება გამოიჩინა. ბევრ შეტყობინებას ვიღებ თქვენგან და ბოდიშს ვიხდი, რომ ყველას ვერ გპასუხობთ. თითოეული თქვენი ნათქვამი სიტყვა მნიშვნელოვანია.

რაც შემეხება მე, ვაგრძელებ მუშაობას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე “A Journey of Transformation”, რომელიც დერეალიზაცია/დეპერსონალიზაციის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

თავისუფლება და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.” – წერს ანდრო ჭიჭინაძე. წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს. 

სრულად წაკითხვა