ანზორი საერთოდ აღარ ისვენებს, საქართველო-რუსეთი მატჩი თბილისშიო

1 day ago 2

მოსკოვის „სპარტაკისა“ და სსრკ-ის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის სურვილი გამოხატა. ადრე მან ასევე შესთავაზა ორი ქვეყნის ლეგენდარული ფეხბურთელების შეხვედრის ორგანიზება.

„ვფიქრობ, თამაში თბილისში უნდა ჩატარდეს. მარტში იქ უკვე თბილი ამინდია, შესანიშნავი პირობები. სტადიონზე ბევრი ადამიანი მოვა. მთავარია, როგორ მოაწყობენ ქართველები ამ მატჩს — ხალხისთვის თუ პოლიტიკური მიზნით, რათა აჩვენონ, რომ ადამიანებს მართლაც სურთ მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობა ერთმორწმუნე ქვეყანასთან. საქართველომ ხომ მართლმადიდებლობა რუსეთზე რამდენიმე საუკუნით ადრე მიიღო,“ — აღნიშნა კავაზაშვილმა ВсеПроСпорт-თან ინტერვიუში.

2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობენ. გასულ წელს მათ სერბეთის (4:0), ბელარუსის (4:0), ვიეტნამის (3:0), ბრუნეის (11:0) და სირიის (4:0) გუნდებთან ითამაშეს, ხოლო წელს ერთ-ერთ ევროპულ ნაკრებთან შეხვედრას გეგმავენ.

სრულად წაკითხვა