"საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში "ქართული ოცნების" პოლიტიკოსების მონაწილეობა შოკისმომგვრელია.
ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში", - წერს იგი პლატფორმა X-ზე.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
ბათუმის კლინიკის ექიმის, თაკო შანთაძის განცხადებით, გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ექიმის თანახმად, მან კლინიკა თავისი სურვილით დატოვა.
ბათუმის სასტუმრო "შერატონში" მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
პარტიის, „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნათია მეზვრიშვილმა გვიან ღამით ფეისბუკზე დაწერა, რომ „შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს”.