ანრი ოხანაშვილმა რუსული კანონის განხილვიდან ნიკა მაჭუტაძეც გააგდო

2 weeks ago 11

„რუსული კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენიდან მეთორმეტე ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე გააძევეს.

გაძევებამდე ნიკა მაჭუტაძე ამბობდა, რომ მას რუსული კანონის მუხლებზე არ ალაპარაკებდნენ. მაჭუტაძეს, რომელიც მიკროფონის გარეშე საუბრობდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უთხრა, რომ საუბარს გააგრძელებდა, დარბაზს დაატოვებინებდა.

იმის გამო, რომ ნიკა მაჭუტაძემ თავის აზრის გამოთქმა გააგრძელა, ანრი ოხანაშვილმა საბოლოოდ ის დარბაზიდან გააგდო.

ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს, თუ მისი შეფასებით გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა.

მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები: ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე, ქეთი თურაზაშვილი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე.

„გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კი კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სრულად წაკითხვა