ანტიკორუფციულმა ბიურომ რადიო თავისუფლებას საჯარო მოხელეების დეკლარაციები არ მისცა

3 hours ago 2

ანტიკორუფციული ბიურო თვეზე მეტია არ ასაჯაროებს საჯარო მოხელეების დეკლარაციებს, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან - მოქალაქეების გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებიდან იღებენ.

ანტიკორუფციული ბიურო თვეზე მეტია არ ასაჯაროებს საჯარო მოხელეების დეკლარაციებს, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან - მოქალაქეების გადასახადებიდან მიღებული შემოსავლებიდან იღებენ. იმის გამო, რომ დოკუმენტები საჯაროდ აღარ ქვეყნდებოდა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა უწყებას წერილი გაუგზავნა, მოითხოვა დოკუმენტების მიწოდება და მიზეზის ახსნა, რის გამო დაწესდა შეზღუდვა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ანტიკორუფციულ ბიუროში წერილი 7 იანვარს გაგზავნა, პასუხი კი 22 ნოემბერს დაუბრუნა - მასში მოთხოვნილი ინფორმაცია არ ეწერა.

იმის მიუხედავად, რომ დეკლარაციები არც ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და არც ოფიციალური წერილის პასუხად გასცა ანტიკორუფციულმა ბიურობ, უწყების ადმინისტრაციული უფროსი თინათინ აზალაძე ჟურნალისტს წერს, რომ დეკლარაციები საჯაროა.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწერილი წერილი და მასზე პასუხი.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწერილი წერილი და მასზე პასუხი.

დეკლარაციების ვებსაიტზე შემზღუდავი ველის დამატება რადიო თავისუფლებამ დეკემბრის დასაწყისში შენიშნა - უწყების პრესსამსახურში თვენახევრის წინაც და ახლაც ამბობენ, რომ ეს არის „დროებითი ხარვეზი“. ბიუროს ხელმძღვანელია რაჟდენ კუპრაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მასთან ტელეფონით დაკავშირება შეძლო და ჰკითხა რატომ აღარ ქვეყნდებოდა საჯარო მოხელეების დეკლარაციები საჯაროდ. ერთწუთიანი კომუნიკაციის დრო მან კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად იმაზე საუბარს დაუთმო დრო, რომ მას არ ეცალა. მოგვიანებით მან სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მიმოწერა რაჟდენ კუპრაშვილთან.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მიმოწერა რაჟდენ კუპრაშვილთან.

საჯარო მოხელეების დეკლარაციები ჟურნალისტებისა და მკვლევარებითვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ამ დოკუმენტებით შესაძლებელია კორუფციული რისკების აღმოჩენა. ვებსაიტი 2010 წლიდან ფუნქციონირებდა.

ამ ვებსაიტის დახმარებით შეიტყო საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის არდაეკლარიებულ ძვირადღირებულ საათებზე და სხვა საჯარო მოხელეების ქონებაზე.

უფრო ადრე, 2024 წლის 29 მაისს, პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა. ამ ცვლილების შემდეგ საჯარო მოხელეების დეკლარაციები 48 საათში აღარ უნდა გასაჯაროებულიყო. კანონმა ანტიკორუფციულ ბიუროს შესაძლებლობა მისცა დოკუმენტები ვებსაიტზე 60 დღის განმავლობაშიც კი არ გაესაჯაროებინა.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ხალხმრავალი აქციების ფონზე მიიღო - თბილისსი მრავალათასიანი აქციები იმართებოდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებდა. ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მაინც მიიღო - პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ მათი მიზანი არა არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზება, არამედ „გამჭვირვალობ“ იყო.

სრულად წაკითხვა