არ აქვს გავლენა პარტნიორის სტატუსზე ან საარჩევნო პროცესებზე – ნატო კობახიძისთვის მილოცვაზე

2 days ago 4

ნატო-ში აცხადებენ, რომ ალიანსის გენერალური მდივნის მიერ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ახალი წლის მილოცვა ტრადიციული პრაქტიკაა და რაიმე სხვა დატვირთვას არ ატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ავრცელებს, რომელმაც ირაკლი კობახიძისთვის მისალოცი წერილის გაგზავნასღან დაკავშირებით ნატო-ს კითხვით მიმართა.

ნატო-ში ჟურნალისტის პასუხად განაცხადეს, რომ გენერალური მდივანი ახალ წელს ყველა ნატოს პარტნიორს ულოცავს, ამას არ აქვს რაიმე კონტექსტუალური გავლენა პარტნიორის სტატუსზე ან მათ საარჩევნო პროცესებზე.

„არის რა ეს ტრადიციული პრაქტიკა, რომ გენერალური მდივანი ახალ წელს ყველა ნატოს პარტნიორს ულოცავს, ამას არ აქვს რაიმე კონტექსტუალური გავლენა პარტნიორის სტატუსზე ან მათ საარჩევნო პროცესებზე.

ნატო ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ევროკავშირთან და ნატოსთან, რაც შეესაბამება ხალხის ნებასა და საქართველოს კონსტიტუციას.

ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან დაფუძნებულია ძირითადი დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე. ალიანსმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პრინციპების მნიშვნელობა მომავალი თანამშრომლობისთვის: „მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპები გახდეს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის საფუძველი“, – აცხადებენ ნატო-ში.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუთე ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს. ადმინისტრაცია წერილის ფოტოსაც ავრცელებს, სადაც კობახიძე პრემიერ-მინისტრად არის მოხსენიებული.

„გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს“, – აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში.

სრულად წაკითხვა