,,არ გაგვიუქმებია… ხელშეკრულებით დასაქმებულს არც აქამდე ევალებოდა ქართული ენის ცოდნა” – მამუკა მდინარაძე

6 days ago 4

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! (კანონს თუ ვინმე წაიკითხავს, ცუდი არ იქნება).

რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ, თან მკაცრად!

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა! მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა ამ მიმართულებით, შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება, არ იქნება ისე ცუდი, ადგილობრივების დასაქმების სავალდებულოობის კონტექსტში
უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლო-ბოლო, თუ აუცილებელი იქნა”

SOS – საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის სავალდებულო მოთხოვნა აღარაა სახელმწიფო ენის ცოდნა!!! – რა ცვლილებებს უყარა კენჭი სწრაფი ტემპით ,,პარალმენტმა”?!

სრულად წაკითხვა