არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

5 hours ago 5

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართვას და მოუწოდებს მარ აირჩოს 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია.

სამველ კარაპეტიანი სომხური ივანიშვილია, არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა” – წერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ოლიგარქის მხარდაჭერა და ფაშინიანის წინააღმდეგ წასვლა “ფაქტობრივად თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა”.

სამველ კარაპეტიანი სომხური ივანიშვილია. ვფიქრობ, სომხებმა იციან, რა მოუტანა ივანიშვილმა საქართველოს – დიქტატურაზე დაფუძნებული კორუფცია, დანაშაული, ეროვნული სიმდიდრის ძარცვა, მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, საერთაშორისო იზოლაცია და მოსკოვზე დამოკიდებულება.

ძვირფასო სომეხო მეზობლებო, ნამდვილად ასეთი ქვეყანა გსურთ? არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა, რამდენად კრიტიკულადაც არ უნდა იყოთ განწყობილი არსებული ხელისუფლების მიმართ. საქართველოც დარჩა რუსული გაზის გარეშე, თუმცა ის სხვა მეზობლებისგან ბევრად იაფად იყიდა. სომხეთსაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ახლა, როცა თქვენ მხარს გიჭერენ როგორც ევროპა, ისე ამერიკა, ნუ დაკარგავთ ამ შანსს და ნუ მოიკვეთავთ თავს დანარჩენი მსოფლიოსგან. საქართველოს ძალიან მწარე მაგალითი აჩვენებს, რომ ოლიგარქის მხარდაჭერა და ფაშინიანის წინააღმდეგ წასვლა ფაქტობრივად თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მე კი თქვენი დიდი ერის სიბრძნის მაქვს იმედი, რომ ასეთ ნაბიჯს არასოდეს გადადგამთ. გაუმარჯოს სომხეთს!”- წერს სააკაშვილი

სრულად წაკითხვა