“არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო” – გვარამიას 30 000–ლარიანი გირაო შეეფარდა

4 days ago 5

1

ოლიგარქის სასამართლომ, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას “ქართული ოცნების” ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამ ეტაპზე უცნობია, გადაიხდის თუ არა ის გირაოს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, გადაწყვეტილებას გუნდთან ერთად მიიღებს:

“30 000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ, ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა ექნება არამარტო ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც, ამიტომ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო” აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

ცნობისთვის, “პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის” დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სრულად წაკითხვა