“არ გაძვირებულა, ფასაკლებით ყიდულობდი შე@ემა და ასე გეგონა შე @ლეო ბოლო 9 თვეა” – “ობობა”

1 week ago 11
Gaius Marius Oboba, სოციალურ ქსელში, იფქლი დიღომის განცხადებას ეხმაურება და წერს:

წარმოდგინეთ მაღაზიაში შედიხართ და რაც ღირს მაგ ლარი თითქმის მთელი წელი, უცებ ხდება 2 ლარი, ოღონდ ხომ იფიქრებ, უი გაძვირდაო?

არაააა!

ცდები, მაგრად ცდები.

არ გაძვირებულა, ფასაკლებით ყიდულობდი შეჩემა და ასე გეგონა შე @ლეო ბოლო 9 თვეა.

(თარგმანი/ადაპტირება გ.მ. ობობა)

ცნობისთვის, ნისან იოსებაშვილი, იფქლი დიღომის გენერალური დირექტორი, bm.ge-თან ამბობს:

“ჩვენ შარშან პურის ფასი დავაკელით. 10 თეთრით დავაკელით და დროებით გავაკეთეთ აქცია, რაც გაგვიგრძელდა. ეს აქცია მოვხსენით და დაჯდა ფასი ისევ თავის ნიშნულზე. აქცია გვქონდა 8-9 თვის განმავლობაში, რომელიც დასრულდა. ჩვენგან დისტრიბუციას მიაქვს ლარად, იყიდება მაღაზიებში 1.10 ლარად. ეს ფასი მოქმედებდა 8-9 წელიწადია, ჩვენ შემდეგ აქცია გავაკეთეთ, რომელიც დასრულდა და დავაბრუნეთ ფასები ძველ ნიშნულზე. ფასზე მარტო ფქვილი არ მოქმედებს, მთავარი არის მუშახელი, ძალიან უჭირთ ღამის გათენება. ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშახელის ხელფასები გაზრდილია 30%-ით.”

სრულად წაკითხვა