,, არ ვაპირებდი ამ თემაზე ხმის ამოღებას, მაგრამ… შავებში ჩაცმული დედა ნიშნავს… დასასრულს” – სანდრო ელოშვილი

3 hours ago 2

11

რეჟისორი სანდრო ელოშვილი გიგა ავლიანის დედის სურათს აქვეყნებს და წერს:

,,1995 წელს ბიძაჩემი რომ მოკლეს 24 წლის იყო და დავკრძალეთ პეტრე პავლეს სასაფლაოზე, ზემო მხარეს, ერთ დიდ, სწორ და ხრიოკ ადგილას… ისეთ ადგილას, საიდანაც ირგვლივ ყველაფერი ჩანდა, ხეები ჯერ არ იყო დარგულ-გაზრდილი და სასაფლაოებიც ცოტა იყო… ჯერ!
მას შემდეგ ბებიაჩემმა შავები ჩაიცვა და მეორე კი არა პირველი სახლი გახდა ის ადგილი… როგორც სამსახურში, ისე იღვიძებდა ყოველ დილით, 7 საათზე, იცვამდა, ჩანთაში იწყობდა წყლებს, საკვებს, სანთლებს და მიდიოდა ჯერ იქვე მყოფ პატარა ეკლესიებში და მერე, სანამ არ მოსაღამოვდებოდა იყო სასაფლაოზე… ეკლესიის ფორმის პატარა, ქარისგან დაცულ სასანთლეში სანთლებს შეანთებდა, ქვემოდან კი ტილოს გამოიღებდა, სახლიდან წაღებული წყლით დაასველებდა და მარმარილოს წმენდდა, შემდეგ ბალახებს მოაშორებდა, ყვავილებს გაასწორებდა, ახალ ჩარგულ ნაძვებს მორწყამდა, დაისვენებდა, ისადილებდა იქვე მოწყობილ მაგიდაზე… და ასე ყოველდღე… ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას, ოღონდ სასაფლაოზე… კიდევ უფრო უბრალო და თანაც უჩველო ის იყო რომ… როგორც თანამშრომელს, ანდა მეზობელს… სხვა საფლავებზე გასძახებდა – ლერა, როგორ ხარ?.. ნინო, ტაძარში იყავი?.. მზია, გუშინ რატომ არ მოხვედი გოგო?!.. და სხვა საფლავებიდან წამოყოფდნენ თავს სხვა საფლავების მაცოცხლებლები… ბებიაჩემივით შავ კაბიანი და შავ თავშალიანი ქალები… კი, ხანდახან ნახავდით ჩემსავით მიყოლილ შვილიშვილს ან შვილს, ცოლს ან ქმარს, დედას ან მამას… მეგობარს… მაგრამ იქ ცხოვრობდნენ დედები! დედები, რომლებმაც არ მიატოვეს შვილები… მას მერე 30 წელიწადზე მეტი გავიდა და როდესაც წელს ბებიაჩემიც მივაბარეთ მიწას და რა თქმა იმ ადგილას, სადაც იმ 1995 წლის 31 იანვრის შემდეგ ნატრულობდა… ის ქალებიც არსად ჩანდნენ, არსაიდან წამოუწევიათ თავები… ვიფიქრე, რომ ალბათ მათაც აიხდინეს “ნატვრები“…
არ ვაპირებდი ამ თემაზე ხმის ამოღებას, მაგრამ… შავებში ჩაცმული დედა ნიშნავს… დასასრულს… ერთის არა… ორი ადამიანის დასასრულს!“

სრულად წაკითხვა