“არ იცის, როგორ კამპანიას აწარმოებს მამამისის ტელევიზია? როგორ “მოუწოდებს” სხვისი შვილების თავის გაჩეჩქვისკენ?” – ქეთევან ენუქიძე

1 week ago 5

12

‘შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:

“ეს “ნეჟნოსწები” მკლავს რა!

იქნებ რუხაძის ბაღანას არ უნდოდა, მისი ფოტოები რომ ეფრიალებინათო – ირჯებიან ფეისბურგელი კეთილები…

მამამისის ფულით რომ მოიპოვა თავისუიფლება, გაასწრო საკუთარ ჭაობს და ეხლა ისე რომ ცხოვრობს, როგორც დილიხორი აქვს, როდესმე ერთი სიტყვა მაინც თუ უთქვამს თავის თანამემამულეებზე?

ის ფული რომ გამოიყენა განათლებისთვის, ცხოვრებისთვის, საკუთარი მომავლისთვის, რომელიც მამილოს უბინძურეს პროპაგანდაში აქვს ნაშოვნი, ერთი სიტყვა მაინც თუ უთქვამს?

ერთი სიტყვით მაინც მიუმართავს?

ერთი სიტყვით მაინც თუ გაუმხნევებია თანატოლები, თუნდაც, ლგბტ თემის წარმომადგენლები?

არ იცის, როგორ კამპანიას აწარმოებს მამამისის ტელევიზია?

როგორ “მოუწოდებს” სხვისი შვილების თავის გაჩეჩქვისკენ და როგორი ცინიზმით ამახინჯებს ფაქტებს?

აჰ, დუმილი მისი უფლებაა?

იყოს მისი უფლება!

მოქალაქეების ისეთივე უფლებაა შვილის ცხოვრების წესის შეხსენება ადამიანისთვის, რომელიც რეჟიმის სამსახურში დგას და პროპაგანდის უგვან და ამორალურ მეთოდებს მიმართავს სხვისი შვილების წინააღმდეგ.

პ.ს. არ მითხრათ ეხლა, იქნებ, თავისი შრომით მიაღწია იმას, რასაც მიაღწიაო.

როგორ ხდება, რომ სულ ამ მელეხების, ბობოლების და პეროიანი ბეზეების შვილები აღწევენ წარმატებებს ზაგრანიცაში, სხვები კი მუდმივად უნდილები და გონებაჩლუნგები ვითომ რატომ არიან?”

სრულად წაკითხვა