“არ მიგატოვებთ”- ამ ლოზუნგით დაიწყო დღეს მარში პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად თბილისში.
მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მარში მოაწყვეს პარლამენტის შენობამდე.
მას შემდეგ რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ანტირუსული, პროევროპული დემონსტრაციები დაიწყო, პოლიციამ ასობით მოქალაქე დააკავა და იძალადა მათზე. ამის მიუხედავად პროტესტი არ წყდება.