WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12.09.202612.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ბარამიძეს დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია.

პროკურატურამ ბარამიძეს ბრალდება „სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე“ წარუდგინა. საქმე ეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას.

სხდომაზე ბარამიძემ თქვა:

„ეს ადამიანები ლაპარაკობენ რომ ჩვენ, თურმე გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ბოდიშს იხდის ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხო? ვინც დამნაშავეა. ჩვენ ვართ დამნაშავეები ჩვენი მტრების წინააღმდეგ?! ისინი ვინც გაგრაში ჩვენი კაცების და ქალების და ბავშვების თავებით თამაშობდნენ? […] … გინდათ, რომ მომაწეროთ ის სიტყვები, რომელი სიტყვებიც მე არ მითქვამს და აი ეს აბსურდი მოიტანეთ აქ…

ეს სიტყვა „ხვრეტდნენ“, რა თქმა უნდა იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა ეს, უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი, გავიზიარე ეს კრიტიკა, მაგრამ არანაირად არ მითქვამს ის აზრი, რა აზრის მოწერასაც ცდილობთ, იმიტომ, რომ იქ დასაწყისში ვთქვი – ტყვე არ გვყავდა“, – თქვა ბარამიძემ პროცესზე.

მისი განცხადებით, პროკურატურაში არ იცავენ ეროვნულ ინტერესებს არამედ ასრულებენ „რუსი ოლიგარქის დავალებებს“.

სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ „არ შეიძლება არსებობდეს რაციონალური დასაბუთება იმის, რომ გია ბარამიძემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა“.

მასალა განახლდება.