“არ მინდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობს ივანიშვილი” – გიორგი ვაშაძე

1 month ago 18

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მწვავე შეფასებებს აკეთებს ხელისუფლების მიმართ და აცხადებს, რომ თავისი ქმედებებიდან გამომდინარე ხელისუფლებას, ივანიშვილს არ სურს ევროკავშირი:

,,ევროკავშირი გვეუბნება, რომ მილიარდები მინდა დაგახარჯო, ეკონომიკა მინდა განვავითარო, დავაწიოთ საქართველო ეკონომიკურად ევროკავშირს და ესენი ამბობენ, რომ რაც ევროპულია არაფერი არ მინდა, მაინცდამაინც ანტიევროპული მინდა გავაკეთო ყველაფერი. ,,რუსული კანონი’’ ხომ რეალურად ამის განსახიერებაა, არ მინდა ევროკავშირი – პირდაპირ ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილს ვეუბნები, შენ თუ არ გინდა ევროკავშირი, ჩვენ გაგვიშვი, ჩვენ გვინდა, გვინდა ევროპული ხელფასები, პენსიები, ევროპული ტიპის საბავშვო ბაღები, განათლება, ხელფასი იყოს, შემოსავალი იყოს, ინვესტიცია იყოს – ეს გვინდა და… წადი თავი დაგვანებე! ვინ ხართ საერთოდ?! საიდან მოხვედით?! ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ან სინდისი ან ნამუსი აღარ შეგრჩათ არაფერი?! ძარცვავთ ამ ქვეყანას, მოუსავლეთისკენ მიგყავთ. ამიტომ, საზოგადოებას ვეუბნები, ეროვნული ერთობა გვჭირდება, რომ ევროპისკენ წავიდეთ’’, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სრულად წაკითხვა