"არა, არა, ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან" - რას ყვება მამა შალვა კეკელია

4 days ago 3

13 დეკემბერს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში "შეჭრისა და დარბევის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ "პუბლიკა" ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას ესაუბრა.

"იმ დღეს მსვლელობა რომ დავინახე, თავი ავარიდე. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილიშვილი უნდა მომენათლა, ტაძართან რომ არ დაძაბულიყო (სიტუაცია), ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ყვირილს დამიწყებდნენ. შევედი ტაძრის ოთახში და რომ შევედი, როდესაც გამოიარეს, დაიწყეს ყვირილი – შე პროპაგანდისტოო, გეშინია ახალგაზრდებთან გამოსვლის, იქ ხომ არ მოდიხარ, აქაც ვერ გამოდიხარ, ბავშვების გეშინია, შე მოღალატეო და ა.შ.

უცებ, არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, გამოვვარდი ეგრევე და მივედი ამ ხალხთან. ვის ეძახით მოღალატეს, ან რატომ მეძახით, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა-მეთქი?" – იხსენებს დეკანოზი შალვა კეკელია.

სრულად წაკითხვა