“არა “ოცნებას”, არა ყაველაშვილს” – 14 დეკემბერს, 09:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

1 week ago 5

არა “ოცნებას”, არა ყაველაშვილს” – შაბათს, 14 დეკემბერს, 09:00 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

მოქალაქეები ერთპარტიული პარლამენტის მიერ სალომე ზურაბიშვილის გადაყენების პროცესის ფორსირებულ რეჟიმში დაწყებას გააპროტესტებენ და “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის არჩევას ბოიკოტს გამოუცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ოლიგარქმა უმაღლესი მთავარსარდლის მთავარ ღირსებად “კაცური კაცობა” და “ქართული ჰაბიტუსი” დაასახელა.

არსანიშნავია ის გარემობაც, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

სრულად წაკითხვა