“არა რუსულ კანონს! მონებო!” – რუსული კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

4 weeks ago 13

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, “ქართული ოცნება” ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს.

აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიების წარმომადგენლები, მათ შორის აკრედიტებული ჟურნალისტები, რომლებიც დღეს პარლამენტში არ შეუშვეს, ასევე, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე ისმის შეძახილები: “არა რუსულ კანონს!”; “მონებო”, გაშალეს ევროკავშირის დროშა.

“ყველაფერი რაც აქ ხდება, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ეშინია, დილით, ვიდრე მოვიდოდი აქ, ვნახე, რომ სუს-ის შენობის ეზოში სპეცრაზმია სავსე, მობილიზებულია ასობით პოლიციელი. გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომ ტელემედიის გარდა პარლამენტის შენობაში ვერავინ შევიდოდა, საქმე რაშია, პირველ რიგში, ეს რუსული კანონი გვეხება იმ ონლაინ მედიებს, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ვარსებობთ, მაშინ როცა პარლამენტი ფიქციურად მაინც უნდა ახდენდეს, რომ შიგნით გვიშვებდეს და გვისმენდეს, იქნებ არ ვყვირი, მაგრამ აპრიორი ეშინიათ, მხდალები არიან, შიგნით არ გვიშვებენ, რომ ჩვენი ხმა ვერ გავაგონოთ, მაგრამ ჩვენ აქ ვიდგებით იქამდე, სანამ ამ კანონის მიღებას არ ჩავშლით”, – ამბობს “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.

სრულად წაკითხვა