„სილქნეტი“ საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
„სილქნეტი და სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას. არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!“, – ნათქვამია განცხადებაში.