WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:

ელენე ხოშტარიაზე, როგორც ადამიანზე, მიუხედავად იმისა, ვინ არის მისი პოლიტიკური მიმდევარი და ვინ არა, არასდროს გამიგია დასაბუთებული უარყოფითი განწყობა ჰქონოდეს ვინმეს (სიძულვილის ობიექტად სპეციალურად თუ ვინმე ამოგარჩევს, ეგ სხვა მდგომარეობაა და განსხვავდება რეალური არგუმენტებისგან).
ადამიანის, ვის მიმართაც საფუძვლიანი ცუდი განწყობა არ არსებობს, ჯანმრთელობის ასეთი პრობლემები აქვს, ოთხი შვილის დედაა, ასე სამაგალითო გამეტება ძალის დემონსტრირება კი არა, არაადამიანობის დემონსტრირებაა და არაადამიანობა თუ ვინმეში იწვევს კმაყოფილებას, ის ისეთი კაციჭამიაა, ნებისმიერს გამოხრავს, ვისაც მიუგდებენ, პირველ რიგში მათ, ვინც მათ ფანტაზიას დღეს ასე მსუყედ კვებავს.
შემძრა გავრცელებულმა კადრებმა.