როგორც იცით, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ რეალის ბრაზილიელ ვარსკვლავ ვინისიუს ჟუნიორს წინადადებები საუდის არაბეთიდან უწყვეტად მისდის.
ბოლო წლებში საუდის არაბეთის ლიგაში არაერთი ვარსკვლავი წავიდა. მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და არაბებს ვინის წაყვანის დაუცხრომელი სურვილი აქვთ, თუმცა რეალი ბრაზილიელის გაყიდვას არ აპირებს.
დაიწერა, რომ ფლორენტინო პერესმა ვინისიუსს ფასად 1 მილიარდი ევრო დაადო. ეს არის გამოსასყიდი თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაშიც ვინისიუსს საუდიში გაყიდიან, თუმცა ამხელა თანხის გადახდა ნაკლებად სავარაუდოა.