გია ვოლსკი ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლების ჩხრეკასთან დაკავშირებით აცხადებს:
„ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მძიმეა, რაც ხდება. მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს უღალატეს, რომლებზეც მყარად ვიყავით შეთანხმებული.
არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე – ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ მოწინავეთა შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ თუ ამ ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი ან თანამოაზრე, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და გარდა ამისა, არის ინდიკატორი იმ პრინციპისა, იმ პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს.
არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. არაერთხელ პირადადაც მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს”