„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს ზარქუა, სანიკიძე, სამხარაული – სრულიად ლეგიტიმური კითხვაა“ – გოჩა მირცხულავა

4 hours ago 2

1

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს ზარქუა, სანიკიძე, სამხარაული – სრულიად ლეგიტიმური კითხვაა: როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დაცვა?

საზოგადოებას აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი თანამოქალაქეების შესახებ. რეჟიმის იუსტიციის სამინისტრო, რეჟიმის საგარეო უწყება მუდმივად უნდა ავრცელებდეს ინფორმაციას მათი სამართლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მესმის რომ მმართველ კასტას დიდად არ ანაღვლებს გაბიტაშვილის ბედი, მაგრამ არსებობს ვალდებულებები, რომელიც მიტაცებული აქვს “ქართულ ოცნებას” და ასევე უნდა ვიცოდეთ, რა ხდება გაბიტაშვილის ინტერესების დასაცავად?

რატომ არ კეთდება განმარტებები?

ზარქუას, სანიკიძისა და სამხარაულის ხათრით თუნდაც რამდენიმე ადამიანმა ხომ მიეცით ხმა ოცნებას – ახლა გკიდიათ? რატომ არ ინტერესდებით მათი ბედით?

ახლა ოცნების “ელიტის” გასაგონად – ხვდებით სამართლის სტანდარტებს, რომელიც არ გადის ბიძინას ნებაზე და არც კობახიძის სურვილზე? ხვდებით, რომ თქვენი პატრონი არც სამართლებრივ, არც ფინანსურს ნაწილში არ იქნება არავინ და ახლა მხოლოდ გიყენებენ? უბედურებაში მყოფ საჯარო მოხელეებს უნდა ვკითხო – ამ ყველაფერს უყურებთ და ფიქრობთ, რომ თქვენ ვინმეს ადარდებთ?

ბიძუშკებზე -ტიტუშკებს რომ ეძახიან, ვინმე გაირჯება?

ჰო და ასე… ყველა თქვენს არჩევანს აკეთებთ, მაგრამ, როდესაც ღარიბაშვილის მხრის ტრავმაზე პარტია ოფიციალურ განცხადებას აკეთებს, მის სამ, არა რიგით წევრზე საზოგადოების ინფორმირება აუცილებელიც და სავალდებულოც არის.

ის მორალური ზიანი, რაც ჩემი გადასახედიდან ღირებულებების ნაწილში დეგრადირებულ ადამიანებს დამართეთ ოცნებამ, ეგ თქვენს კისერზე და ნამუსზე იყოს – თუ გაქვთ. და “აქეთ” ხელის გამოშვერა ისევ თქვენი უნამუსობის დემონსტრირება იქნება, რადგან რეალობა თქვენ შექმენით.

ამიტომ, კეთილი ინებეთ და საზოგადოებას განუმარტეთ – რა ხდება აბუ-დაბიში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, როგორ და ვის მიერ ხდება მათი ინტერესების დაცვა.

იმდენი მაინც შეიგნეთ, რომ სხვაგვარად ყოველდღიურად უდიდეს ზიანს აყენებთ პირადად მათ და მათ ოჯახებს.

p.s. ვრცელდება ინფორმაცია რომ გაბიტაშვილი გამოუშვეს დაკავების იზოლატორიდან.“

სრულად წაკითხვა