"არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი პრეზიდენტი" - რას ამბობს მიხაილ როთი

2 days ago 5

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა:

"სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი პრეზიდენტი, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით.

ის აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები გაყალბებული არჩევნებით მოიპოვეს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც შეიძლება მალე" - ამბობს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

სრულად წაკითხვა