4
„თავისუფლების მოედნის“ თანადამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია დაიწყო, რომელსაც რეპრესიების ინსტრუმენტად გამოიყენებენ:
„დაიწყო რეორგანიზაცია და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისშიც.
ახალი კანონის პირველი მსხვერპლიც ჰყავთ, დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.
რეორგანიზაცია, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტი, ამის მეტი რა უნახავს მაგ სამინისტროს, მაგრამ ეს სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა სამინისტროს მაგალითად ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს თანამშრომელი, იმიტომ დაისჯება რომ ნატოში ინტეგრაციის კონსტიტუციურ მუხლს იცავს და დსთ-ში დაბრუნების წინააღმდეგია.
პ.ს. არავინაა მანდ ახლა ბედნიერი ზუსტად ვიცი, ის ხალხიც კი, ვისაც ამის კეთება უწევს. ნუ, ჯაბადარს არ ეხება, ესაა მისი აუთენტური ჰაბიტატი, მარტო ამ ვითარებებში იძენს მნიშვნელობას“