WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

22

ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ხვალ საპროტესტო აქციას აანონსებენ. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი  სოციალურ ქსელში წერს:

,,გამარჯობა მეგობრებო

საგანგაშო ვითარება სკოლაში –

მოვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას!

​მეგობრებო, როგორც იცით, სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩვენი სკოლა დაიხურა.
მიზეზად დასახელდა შენობის სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოები. თავდაპირველად საუბარი იყო 500 მოსწავლის ალტერნატიულ, 10 კილომეტრის დაშორებით მდებარე სკოლაში გადაყვანაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსპორტირების ორგანიზებაც ვერ ხერხდება.

​დღესდღეობით ბავშვები ფაქტობრივად სკოლის გარეშე არიან დარჩენილები. დისტანციური სწავლება ფაქტიურად ვერ ხერხდება და ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან განათლებას და სასწავლო პროცესი რეალურად ჩაშლილია.

​დღეს დამიკავშირდნენ შეწუხებული მშობლები და მასწავლებლები. მათთან კონსულტაციითა და საერთო გადაწყვეტილებით, ვაანონსებთ საპროტესტო აქციას!

​ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია:

​სასწრაფოდ დაიდოს შენობის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა — რამდენად საჭიროებს სკოლა რეაბილიტაციას და კონკრეტულად რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი.

​შემუშავდეს ქმედითი ალტერნატივა — თუ შენობაში სწავლა შეუძლებელია, დროულად უზრუნველყონ ტრანსპორტირება ან მოიძებნოს სხვა უსაფრთხო, რეალური გამოსავალი, რათა ბავშვებმა დაუყოვნებლივ განაახლონ საკლასო ოთახებში სწავლა.

​არავის აქვს უფლება, საორგანიზაციო ხარვეზების გამო 500 ბავშვს განათლების მიღების უფლება წაართვას!

ამიტომ ხვალ 30.09.2026. 2 საათზე
ველისციხის შემოსასვლელში ვიკრიბებით
ყველა მშობელი.

​მოვუწოდებთ ყველა მშობელს, მასწავლებელსა და გულშემატკივარს — დავდგეთ ერთად ჩვენი შვილების მომავლისთვის!
​#განათლებახელმისაწვდომია #დაუბრუნეთბავშვებსსკოლა #მშობლებისხმა

პატივისცემით გოგი
ველისციხე
29.09.2026.“