უფლებადამცველი ეკა ბესელია ელენე ხოშტარიას საკითხზე ბოლო ინფორმაციას აქვეყნებს:
,,მოკლე კომენტარი მინდა გავაკეთო ელენე ხოშტარიას საქმეზე დღის ბოლოს :
მესამე დღეა რაც ელენე ხოშტარია ვნახე პირადად და დამხვდა მისი გაუარესებული მდგომარეობა , ვარ მუდმივ კავშირზე , რომ დავეხმარო დაიძლიოს ეს ვითარება .
ჩემთვის ახლა მთავარია ელენეს ჯანმრთელობა !
ნაკლებად მთავარია ვის რა არ მოეწონება ….
როდესაც საქმე ეხება პატიმარი ( უდანაშაულო ) ქალის ჯანმრთელობას – მთავარი ამ დროს სწორი მოქმედებაა…
არავის დადანაშაულება არ მინდა , ახლა არაა ამის დრო , ახლა დროა სწორი ქმედების .
სწორი ქმედებაა ვიცით რა ელენეს ხასიათი, რაღაცეები , მათ შორის ექიმების შეყვანა , დოკუმენტების წარდგენა და ა.შ მას ავარიდოთ და ეს გააკეთოს სხვა უფლებამოსილმა პირმა .
იდეალური რომ იყოს სისტემა , პოლიტიკური პატიმრებიც არ იქნებოდნენ .
ამ ვითარებაში კი რადგან ელენემ ითხოვა მისი ექიმების შეყვანა ( ვინც მე მთხოვა ის ექიმი უკვე შეიყვანეს გუშინ) , დღეს სხვა ექიმი უნდა შესულიყო, მაგრამ წარდგენილი არ იყო ექიმის სერთიფიკატი . მოითხოვეს ამ დოკუმენტის წარდგენა .
შეთანხმება ხდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და ამ პროცედურამ წაიღო დრო.
სერთიფიკატი ( სათანადო) ცნობა აუცილებლად წარსადგენია და თუ ამის შემდეგაც არ შეუშვეს ექიმი- საფუძველი იქნება ვთქვათ, რომ ეს განზრახ ხდება !
ახლა ხომ მთავარი შედეგია და ელენეს დახმარება ? ამიტომ საჭიროდ ვთვლი ეს ფორმალობები გაიაროს დაცვის მხარემ ისე , რომ ელენე ამით არ დაიტვირთოს .
ეს პირადადაც ვუთხარი ელენეს დედას და მის მეგობარსაც .
რადგან დიდი ინტერესია ა მ საქმეზე , საჭიროდ ჩავთვალე ეს დამეწერა.
დღეს რამდენჯერმე მთხოვეს და საპატიმრო დაწესებულების დირექტორთან მქონდა კომუნიკაცია.
ბოლო ინფორმაციაა, რომ მიაწოდოს ადვოკატმა ექიმის დამადასტურებელი დოკუმენტი და შეუშვებენ.
ასეთი საკითხები უნდა მოგვარდეს სწრაფად.
იმედი მაქვს სწორი კომუნიკაციით და ქმედებით დავეხმარებით ელენეს”

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·