“არავის ეშინია გომელაურის და რეჟიმის – დაგვიჭერენ? – დამიჭირონ” – ხატია დეკანოიძე

1 hour ago 1

“მე არ მგო­ნია, ვინ­მეს შე­ე­შინ­დეს. ბოლო-ბოლო რა უნდა გიქ­ნან იმა­ზე მეტი, რაც აქამ­დე არ უქ­ნი­ათ?! დაგ­ვი­ჭე­რენ? – და­მი­ჭი­რონ, არ არის პრობ­ლე­მა – მე გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს, რას ვა­კე­თებ და ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­საც”, – ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა – ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ “თბი­ლი­სი მო­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

დე­კა­ნო­ი­ძის თქმით, თუ ად­გილ­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბე­ბა, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­ბე­დავს, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვოს.
“ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, რო­მე­ლიც არის “მაგ­ნის­კის სი­ა­ში“ შეყ­ვა­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წა­მე­ბის­თვის და ძა­ლა­დო­ბის­თვის, ამ ხალ­ხს და მე არ უნდა მას­წავ­ლოს, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, არა­ვის ეში­ნია გო­მე­ლა­უ­რის და ზო­გა­დად, რე­ჟი­მის. მე უბ­რა­ლოდ ერთი კი­თხვა მაქვს – წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე სტა­ტუ­სებს ვწერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად: “და­ი­ტო­ვეს“ ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და რა­ტომ ჩემ­თან არ მო­დი­ან? – ანუ რა­ღა­ცა ში­შის და­თეს­ვა უნ­დათ, ცდი­ლო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­ში­ნონ. ასე ვერ მოხ­დე­ბა, არა­ვინ არ და­შინ­დე­ბა, მე არ მე­ში­ნია და ამ ხალ­ხსაც არ ეში­ნია. ეს იქ­ნე­ბა ის, რაც რე­ა­ლუ­რად, ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ. ჩვენს უკან არი­ან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მზია ამაღ­ლო­ბე­ლი 22-ე დღეა უკვე შიმ­ში­ლობს. ასე­ვე, ბა­თუ­მე­ლი მედ­რო­შეც. ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ცი­ხე­ში და ყო­ვე­ლი დღე, რო­დე­საც ჩვენ გავ­ჩერ­დე­ბით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გვი­ყუ­რე­ბენ და ამა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ. ამი­ტომ მე ნამ­დვი­ლად არ მე­ში­ნია. ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა, რომ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი თა­ვი­სი და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით არა­ვი­თარ ში­შის სა­ფუძ­ველს არ წარ­მო­ად­გენს, იმი­ტომ, რომ დღეს არი­ან და ხვალ აღარ იქ­ნე­ბი­ან.

მე არ მგო­ნია, ვინ­მეს შე­ე­შინ­დეს. ბოლო-ბოლო რა უნდა გიქ­ნან იმა­ზე მეტი, რაც და­ვუშ­ვათ აქამ­დე არ უქ­ნი­ათ?! დაგ­ვი­ჭე­რენ? – და­მი­ჭი­რონ, არ არის პრობ­ლე­მა. მე გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს რას ვა­კე­თებ და ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­საც. ამი­ტომ თუ ბევ­რი ვიქ­ნე­ბით, მერ­წმუ­ნეთ, რომ არა­ვი­თა­რი შიში არ იქ­ნე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­ბე­დავს, რომ ათი­ა­თა­სო­ბით, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვოს“, – გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

სრულად წაკითხვა