ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ სკანდალურ წერილებს მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი:
“მოკლედ ასეა, არანაირ ეპისტოლარულ წერილებს არ დაუჯეროთ, მით უფრო მონების გამოგზავნილს, რადგან ყოფილი მონა არ არსებობს… ჩაფიქრებული ახალი “ავანტიურის” მცდელობაა, არასოდეს “მკვლელობების” ნებაყოფლობით მონაწილეს თუ შემსრულებელს არ ენდოთ.
წერილები არა “იხვი” და ეს ზოგიერთი ფეიკ და ტუტუცი ოპოზიციიდან სერიოზულად რომ განიხილავს ამ “მონურ იდიოტიზმს”.
ცოტა ტვინი, ბევრი არა, სულ ცოტა ტვინის განძრევაა საჭირო. ”ტიპი” ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, “მკვლელობების” შესახებ იცოდა და ახლა ყვება ეპისტოლარული ჟანრით?!
სისტემა უნდა დაინგრეს საერთოდ ეს არის სწორი და არა ის, რომ ერთხელ უკვე სპექტაკლების დამდგმელი მონის წერილები განვიხილოთ, თან სერიოზულად…
ვაი თქვენს პატრონს “პაივცემულებო”…“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
paraleli პოლიტიკა