მთავრობის ინიციატივას, შექმნას “ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი”, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასებები მოჰყვა, იყო მძიმე ვარაუდებიც. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ მინიშნებებს და მწვავე შეფასებებს აკეთებს პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთ ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ყველა ფარისეველზე სიცილით ვიგუდები, ქოცები რეესტრს ქმნიან და ჯანმრთელებს შერაცხავენ გიჟებადო – რომ შფოთავენ.
გავიწყდებათ დებილებო, რომ თავად მრაცხავდდით გიჟად იმის გამო, რომ მიშას, კეზერას და ხაზარაძეს მავნებელ გოიმებად ვთვლიდი და არ ვემორჩილებოდი?😂
არანაირი მორალური უპირატესობა არ გაგაჩნიათ თქვენ, და სანამ თქვენ ხართ ოპოზიციური მეინსტრიმი, ბიძინა იქნება.
ამიტომ გავიწროვებთ.
მორალურ უპირატესობას, თქვენი შევიწროვების გარეშე, ქოცებზე ვერ მოვიპოვებთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

2 days ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·