“არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ იქნება” – ელენე ხოშტარია

20 hours ago 3

საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მმართველი პარტია დასავლეთთან ვაჭრობას დაიწყებს და სასურველი გადაწყვეტილებების სანაცვლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება შეთავაზებული, კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით და განმარტებებით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია:

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური პატიმარიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ იქნება.

1. სანამ ჩვენ ვიბრძვით, არავინ დაელაპარაკება ბიძინას მის მიერ მოგონილი პირობებით. პირობა მხოლოდ ორია – ახალი სამართლიანი არჩევნები და ამასთან ერთად ტყვეების უპირობო გათავისუფლება. ბიძინას რომ არავინ დაელაპარაკოს და არ მისცენ მანევრირების საშუალება, ამისთვის იბრძვის ხალხი დიდი ხანია! ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც სწორედ ხალხის გვერდით დგანან;

2. პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები, რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს, ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის. ასე რომ არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვერავინ გვაიძულებდა;

3. ვაჭრობა და გამოძრომა კი არა, შეტევის და ბრძოლის დროა! ქიმიური იარაღის გამოყენებაზე შეტევაა მთავარი თემა და არანაირი ბელარუსის მაგალითი ჩვენთვის რელევანტური არ არის.

ბოლომდე!” – აცხადებს ელენე ხოშტარია.
რუსთავის ქალთა ციხე
15/12/2025

სრულად წაკითხვა