,,არასახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი… შენი როგორც რეჟიმის თანამონაწილის, სანქცირებაზე ვიზრუნებ” – ნათია მეზვრიშვილი

3 hours ago 2

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ომბუდსმენ ლევან იოსელიანს მიმართავს:

,,მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არასახალხო დამცველის ლევან იოსელიანის როლი საერთაშორისო ასპარეზზე რეჟიმის გაკეთილშობილების მცდელობაში. ამ კაცს დროულად უნდა მოვთხოთ პასუხი.

პროკურატურის ბრიფინგს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა მოსდევს ლევან იოსელიანის განცხადება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტს, რომელიც წამების დასადგენად ჩამოვიდა, წინ უძღვის ლევან იოსელიანის განცხადება, რომ წამება არ მომხდარა.

მომდევნო დღეებში აქტიურად გააგრძელებს „არჩევნები არ გაყალბებულა“-ს და „წამება არ ყოფილა“-ს ლობირებას.

ამ კაცის არჩევამდე ვამბობდით, რომ ამისთვის ირჩევდნენ – გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. ის იყო, პირველი და ერთადერთი ვინც „ოცნების“ ლეგიტიმაცია აღიარა და კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილ პარლამენტში დაჯდა.

ამ ადამიანის უმოქმედობას და ალიანსს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან დანიშვნის დღიდან ვაკვირდები და ვადოკუმენტირებ. ვაპირებ ყველა საერთაშორისო პარტნიორს გავუგზავნო მტკიცებულებები, რომ ლევან იოსელიანი რეჟიმის კაცია. ვისაც ამ კეთილ საქმეში წვლილის შეტანა გინდათ, შემეხმიანეთ.

ლევან იოსელიანი, შენი როგორც რეჟიმის თანამონაწილის, სანქცირებაზე ვიზრუნებ.

არ იქნებოდა ურიგო მისი ოჯახის „ოცნებასთან“ ბიზნესკავშირების შესწავლა.“

სრულად წაკითხვა