WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

არასრულწლოვნების ტრეფიკინგი ბათუმში – საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ.

დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.