WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

1

არასრულწლოვნის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

უწყების განცხადებით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი პირის მიმართ).