ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან განაცხადა:
„7 წლის წინ დაიკავა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ, ის იყო და არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენთან ასე არხდება ხოლმე, თქვენი მხრიდანაც არასწორია კონკრეტულ ადამიანებზე კონკრეტული თანამდებობის პირების მიბმა. თუ ვინმე იყო ჩართული იმ პროცესებში, 7 წლის წინ, რომელიც უკავშირდებოდა მის მიერ თანამდებობის დაკავებას, ერთ–ერთიპირველი ვიყავი, სწორედ, მე. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაციები. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და უმჯობესია, თავად გააკეთოს კომენტარი, თუ საჭიროდ ჩათვლის, საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.”