ირანის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, უკრაინა გაეროს ქარტიის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში ირანულ გემს ზელენსკი “ისრაელის დავალებით” დაესხა თავს.
“ზელენსკი თავს დაესხა ირანულ სავაჭრო გემს, რასაც მეზღვაური ემსხვერპლა. ეს გაეროს ქარტიის უხეში დარღვევაა ისრაელის დავალებით, რათა ევროპა თავის ომში ჩაითრიონ. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასთან და საგარეო მინისტრ ლავროვთან გამართულ სატელეფონო საუბრებში ნათლად განვაცხადე, რომ ის, რაც მუქთამჭამელმა კიევმა გააკეთა, უპასუხო არ უნდა დარჩეს”. – წერს აბას არაღჩი X-ზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და ხომალდებს დაარტყა, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ.
უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადამზიდ გემს დაარტყა
მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასპიის კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო ხომალდზე უკრაინის თავდასხმა დაგმო. თეირანმა ინციდენტს აგრესიის აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ირანი ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას დაიცავს

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·