არის ის პრევენცია და არა რეპრესიები - კობახიძე პარტიების და აქტივისტების ჩხრეკაზე

2 weeks ago 12

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 4 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების ოფისებისა და აქტივისტების სახლების პოლიციის მიერ ჩხრეკის შემდეგ აცხადებს, რომ „ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“.

„მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 18:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „სახელწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი, - მაგრამ ეს ჩვენი გათვლებით იყო დაგეგმილი დეკმებრისთვის“.

მან ახსენა ისიც, რომ „მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებზე“.

„სისტემურად ადამიანების მომარაგება ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა.

ოთხ დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში.

ასევე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებში.

მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთან.

არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია ჩხრეკას ატარებს მათს ბინებში.

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონსის“ ცნობით, დამფუძნებელი და ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს.

შსს-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია მიმდინარე მოვლენებზე.

სრულად წაკითხვა