38
ნაცმოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა:
,,ქოლცენტრების თაღლითური, საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა არა მხოლოდ განაგრძობს ფუნქციონირებას, არამედ მისი მასშტაბები კატასტროფულად იზრდება, რათქმაუნდა ოცნების ხელისუფლების მფარველობით!
ამის მორიგი დასტურია „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტური გამოძიებაც.
წარმოუდგენელია, ამ მასშტაბის ტრანსნაციონალურ დანაშაულს ბიძინა ივანიშვილის „მწვანე შუქის“ გარეშე ვინმე ახორციელებდეს.
გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაც მხოლოდ შიდაკლანური ომისა და შავი სალაროს ბუღალტრული გარჩევის ნაწილი იყო.
არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია და საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სქემა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ გადაიბარა, სწორედ ამიტომ რჩება ეს კრიმინალური ბიზნესი სრულიად ხელშეუხებელი.
ქოლცენტრებიდან ფულის ამოღების “სამსახური“ ძმები მიქაძეებიდან ტყუპების ხელში გადავიდა. გავრცელებული ცნობებით, მათ ბერას გარემოცვაში დაპირისპირება მოუვიდათ მთავარ მენეჯერთან, ყოფილ მომღერალ ამიკოსთან.
ახლა კი, ტყუპების დაჭერის შემდეგ, ქუჩის მენეჯერს ეძებენ და კანდიდატთა შორის თურმე ვატო ყიფიანი ლიდერობს.
აი, ეს ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს თვალწინ!
ისინი პირდაპირ ანადგურებენ სტუდენტ ახალგაზრდობას: ათიათასობით ადამიანი უკვე ჩაითრიეს კრიმინალურ საქმიანობაში და საკუთარ ხაფანგში მოაქციეს, ხოლო ვინც ხმის ამოღებას გაბედავს, პირდაპირ ციხეში უკრავენ თავს.
ეს ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირებული რესურსია: განათლებული, ინგლისურენოვანი სამუშაო ძალა, რომელსაც ეროვნული კაპიტალი უნდა შეექმნა.
ამის ნაცვლად, მათ შრომას ივანიშვილების კორუფციული და კრიმინალური იმპერია ითვისებს.
რა მომავალი აქვს ასეთ ქვეყანას?
საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა და სადაც ახალგაზრდებს განვითარების გზა ეხსნებოდათ, დღეს საერთაშორისო კრიმინალურ ჰაბად აქციეს.
ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში მერიტოკრატიულ სისტემას ჩაუყარა საფუძველი, პოლიტიკურ ტყვეობაშია, სანამ თაღლითები და კრიმინალები ქართული სახელმწიფოებრიობის ფესვებს ანადგურებენ.
ვისაც არ გსურთ ცხოვრება ამ კორუფციულ და კრიმინალურ სისტემაში, გელოდებით 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის პარკის ამფითეატრში!
თავისუფლება მიშას!
არა რუსულ მმართველობას!“
საერთაშიროსო alia.ge