არსებული ინფორმაციით, ბათუმში პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა

3 weeks ago 5

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირებაა – არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან გაიყვანა.

“კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

სრულად წაკითხვა