მიკელ არტეტას სურვილია გააძლიეროს ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზი. ამ მიზნით მან "არსენალის" ხელმძღვანელობას 2 მოთამაშის, "მილანის" 26 წლის ნახევარმცველის, ტიჯანი რეინდერსისა და "ნიუკასლის" 25 წლის ფორვარდის, ალექსანდერ ისაკის გუნდში მიყვანა მოსთხოვა.
Sky Sports-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტალიური კლუბი "მილანი" რეინდერსს 50 მილიონ ფუნტად აფასებს. აღნიშნავენ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს ტომას პარტეის შემცვლელი. ცნობილია, რომ "არსენალი" შვედისთვის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ფუნტამდე გამოყო.