2
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში თქვა, რომ საარჩევნო უბნების დიდი ნაწილზე ძალადობა და დაშინება მიმდინარეობდა.
“არჩევნების მიმდინარეობისას ვნახე ძალადობა, რომელიც ხდებოდა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე. შს მინისტრს დავურეკე და ვერ დავუკავშირდი, ვერც მობილურ ტელეფონზე, ვერც სამთავრობო ქსელზე, ვერც მის მოადგილეებს, ვერანაირად.
არჩევნებამდე ასევე იყო დაშინება, ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენება, პროპაგანდა რუსული სტილით, რაც გამოიხატებოდა იმ პალაკატებით, რაც იხილეთ, სადაც გამოსახული იყო დანგრეული ეკლესია, მეორე მხარეს აყვავებული საქართველო, ამან შოკში ჩააგდო საზოგადოება, ამ პლაკატებს რუსული კვალი ეტყობოდა”, – თქვა მან.