ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის ცნობა მის კომპეტენციაში არ შედის.
ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტი შეაჯამა.
„საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. როგორ მოგეხსნებათ, საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. რადგან მე ვარ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. ეს სხვა ინსტიტუტების კომპეტენციაა. დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება“, – განაცხადა ბერსემ.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ალან ბერსე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესა და „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა. აღნიშნული „ქართულ ოცნებაში“ მათ „ლეგიტიმაციაზე სპეკულაციების დასრულებად“ შეაფასეს.