როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს აქტიურად ეძებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ცნობით, კვარაცხელიას "პარტენოპეიში" უდიდესი ალბათობით "დორტმუნდის" შემტევი, კარიმ ადეიემით შეცვლის.
როგორც ირკვევა, მხარეები ტრანსფერის შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, სავარაუდოა, რომ ტრანსფერი 40-50 მილიონი ევროს ფარგლებში განხორციელდება.
აქვე გეტყვით, რომ ადეიემი ბორუსიელთა რიგებში 2022 წლიდან ასპარეზობს.