გუშინ ჟურნალისტური საქმიანობის შსრულების დროს რობოკოპები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს განარტება და აზრი.
მდინარაძის განცხადებით რობოკოპები არ ყოფილან ისინი, ვინც გადამთღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
აი რას ამბობს ის:
„მაკა ჩიხლაძეზე ჩემი წარმოდგენები მაქვს, წლების განმავლობაში, სხვებს რომ თავი დავანებოთ, იმდენ "ფეიქს" აკეთებდა ჩემზე, მაგრამ არაფერ შუაშია ამ ფაქტის შეფასებასთან. თუ ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიაზე და მსგავს რაღაცებზე ვილაპარაკოთ, არათუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ყველაფრის მიუხედავად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ამაზრზენი და ამორალური. ეს იმის გაგრძელებაა, სხვები რომ ვერ ბედავენ, მისივე კოლეგები, რომ ამორალური უწოდონ ჟურნალისტზე თავდასხმას. მართალია იქ ფიზიკური არ ყოფილა ასეთი, რომ კისერი გადაეგრიხოს ვიღაცას და გადაეგდოს გვერდზე ქალი ჟურნალისტი, რაც მართლა ამორალურია, მაგრამ იქ რომ როცა ნაკლებს არ დაგმობ, მერე ეს მოჰყვება ალბათ. რაც შეეხება იმას, რომ ატეხეს ამბავი, "ფეისბუქში" შევიხედე და უკვე მივხვდი საითაც მიჰყავთ. მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ყველას ველაპარაკე, ვისთანაც კი შემეძლო ლაპარაკი, არც ერთი არ არის არც პოლიციელი, არც სპეცსამსახურის, სპეცრაზმის წარმომადგენელი და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ ასევე, რომ ესენი არ არიან ჩვენი აქტივის წარმომადგენლები