“არც წინაზე და არც ახლა, არ მომეცით საუბრის უფლება – თქვენ ხართ ფსიქოლოგიური მოძალადე”– რევაზ კიკნაძე მოსამართლეს

3 hours ago 1

1

“თქვენ ხართ ჩვეულებრივად ფსიქოლოგიურად მოძალადე” – ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის ტყვეობაში მყოფმა რევაზ კიკნაძე მოსამართლეს, რომელმაც მას საუბრის საშუალება არ მისცა.

კიკნაძემ პროკურორებისთვის მიმართვა სცადა, თუმცა ოლიგარქის მოსამართლემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ეს ბრალდების მხარის მიერ  დაყენებულ შუამდგომლობას მტკიცებულებებთან დაკავშირებით, არ ეხებოდა.

“ჩემთვის გამოყოფილ დროში არც წინაზე და არც ახლა, არ მომეცით საუბრის უფლება. ჩემთვის გამოყოფილ დროს, მე როგორც მინდა ისე წარვმართავ. თუ მინდა ვეფხისტყაოსანს მოვყვები, თუ მინდა მადრიდის რეალის შემადგენლობას ჩამოვთვლი და თქვენ ბოლოს უნდა შეაჯამოთ და დაასკვნათ, ჩემ საქმეს ეხება და წაადგება თუ არა. არ შეიძლება ასე, თრგუნავთ ბრალდებულებს. ამ კონკრეტულმა სიტყვამ შეიძლება ჩვენი ცხoვრების ბედი გადაწყვიტოს და თქვენ არ აცდით საშუალებას დაამთავროს” – მიმართა კიკნაძემ მოსამართლე შვანგირაძეს.  

სწორედ შვანგირაძის გადაწყვეტილებით, დღევანდელი სასამართლო სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში, ახლობლებისა და ოჯახის წევრების დასწრების გარეშე მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა