“არცერთ დონორს არ აქვს პრეტენზია ამ გამჭირვალობაზე და აბა რას იკვლევენ?!” – გიორგი ვაშაძე

1 week ago 19

საპარლამენტო უმრავლესობამ უქმე დღეს, 10 მაისს დილის 9 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩანიშნა, რაზეც განმარტებები გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე:

,,იდუმალად აპირებენ? პარასკევს ამ კანონის ჩუმად შემოგდებას აპირებენ თუ არა? თუ არ აპირებენ, მაშინ ორშაბათისთვის მოვემზადებით.

ახლა, რაც შეეხება ,,რუსულ კანონს” – საპარლამენტო განხილვის დროს, როცა ეს ,,ქოცმატყუარები” იძახიან, რომ ,,ჩვენ გვინდაო, მათ შორის, დონორებთან გამჭვირვალეობაც იყოს ასახულიო”, არცერთ დონორს არ აქვს პრეტენზია ამ გამჭირვალობაზე და აბა რას იკვლევენ?!”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა