ასათიანზე ფსიქიატრიას გავდიოდით. რასაც ახლა ქუჩაში აკეთებენ სახედაკარგული შეშლილები, მსგავსი იქ არაფერი მინახავს! – მაია ნიკოლეიშვილი

7 hours ago 2

წაკითხვა: 1

ასათიანზე ფსიქიატრიას გავდიოდით. რასაც ახლა ქუჩაში აკეთებენ სახედაკარგული შეშლილები, მსგავსი იქ არაფერი მინახავს! ეს სიგიჟეა, სრული სიგიჟე!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება საპროტესტო აქციის მონაწილეების ბოლოდროინდელ ქმედებებს.

“სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს ეს სიგიჟე და თავგასულობა!!! ამის ღიმილით ყურება არ შეიძლება! სასამართლოში თავისუფალი შესვლა უნდა შეიზღუდოს, დროებით მაინც; ხომ ვხედავთ, რომ მოსამართლეებზე სერიოზული ზეწოლები დაიწყო.

იმას, რასაც გაუძლო პოლიციამ, ნუ მოვთხოვთ მოსამართლეებს!!! პოლიცია ცენტრალიზებული ინსტიტუციაა, იერარქიული, სასამართლო სულ სხვაა! ხელისუფლებამ უნდა აიღოს ხელში სადავეები!

ასე გაგრძელება შედეგებს მოიტანს, რასაც წლები ვერ აღმოვფხვრით! ქვეყანა რინგს დაემსგავსა! შეშლილების ბოგინი უნდა დასრულდეს! კმარა, ვანდალებისთვის თავზე ხელის გადასმა და ყველაფრის პატიება!

ხელისუფლება მშვიდად არის, მაგრამ აღარაა ეს სიმშვიდე გადამდები – ხალხი დაწყდა ნერვიულობით! ქართული საზოგადოება სამართალს და კანონის აღსრულებას ითხოვს!!!”- წერს ნიკოლეიშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა