,, ასე აღმოვჩნდი იმ მძიმე თავგადასავალში რაც დეკემბრიდან მან გაიარა” – ნანა გეგეჭკორი თემურ უგულავაზე

2 hours ago 3

აშშ-ში მოქმედი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ბიზნესმენ თემურ უგულავაზე იხსენებს:

,,ყველაზე ნამდვილ სახეს ადამიანებისას ხშირად მაშინ ხედავ როცა მძიმედ ავად არიან. ამიტომაც, ალბათ ექიმები, ზოგჯერ ოჯახის წევრებზე უკეთ ვიცნობთ მათ.

თემური რამდენიმე წლის წინ გავიცანი და ექიმ-პაციენტის ურთიერთობა მალევე მეგობრობაში გადაიზარდა. შარშან დეკემბერში სიმსივნის დიაგნოზი უკვე როგორც მეგობარს შემეხო. მიუხედავად იმისა რომ ონკოლოგია ჩემი ექსპერტიზის სფერო არაა, თვითონ გადაწყვიტა რომ ჩემს ხელში გაევლო მკურნალობის დეტალებს. ასე აღმოვჩნდი იმ მძიმე თავგადასავალში რაც დეკემბრიდან მან გაიარა.

შთამბეჭდავი იყო მისი ოპტიმიზმი, ენერგია და არაორდინარული გადაწყვეტილებების უსწრაფესად მიღების საოცარი უნარი ამ რთული გზის გავლისას. განსაკუთრებულ გაოცებას კი ის მოწიწება და ჯენტლმენური მოთმინება იწვევდა როგორც, თუნდაც მძიმე მომენტებში გვეპყრობოდა მე ან მის ოჯახის წევრებს და მეგობრებს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი წამით არ დაუკარგავს სახე.

მკურნალობის არც ერთ ეტაპზე წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა და ზუსტად ვიცი არ დაუშვია სიკვდილი გამოსავლად.

გამაოგნებელი შინაგანი ძალა, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე მოდიოდა მისგან ყოველთვის. უამრავი საინტერესო პროექტი ეგულებოდა დასასრულებელი და ძალიან უნდოდა ყველაფრის მოსწრება.

გისამძიმრებ საქართველოვ…

გისამძიმრებთ ახალგაზრდებო. თქვენ ნამდვილად დიდი გულშემატკივარი დაკარგეთ.

ყველაზე მთავარი პროექტი კი მე მეგულებოდა მისთვის და სამწუხაროა, რომ მის გარეშე მომიწევს ამის გაკეთება. შეპირებული მყავდა, როგორც კი გამოჯანმრთელდებოდა, მოწევის საწინააღმდეგო კამპანიის სახე უნდა გამხდარიყო. ფილტვის სიმსივნის ყველაზე ცნობილი რისკის ფაქტორი სწორედ მოწევაა.

ერთ დღეს, ხელოვნური ინტელექტით მისი ფოტოსგან დამზადებული ბანერის სქრინი ჩავუგდე და ვუთხარი რომ ნებართვასაც კი არ ავიღებდი მისგან ისე გავაკრავდი ამ ბანერს ყველა სკოლასთან და გზაჯვარედინთან, სადაც ახალგაზრდებს უნდა გაევლოთ.

ალბათ ბევრი რამე დარჩა უთქმელი, მაგრამ მისი ერთი სათქმელი ნამდვილად ვიცი და მე გავახმოვანებ… მოწევა კლავს!“

სრულად წაკითხვა